საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
59 წლის სპეციალისტს პირველი გამოცდა 11 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ელოდება. პორტუგალიის ნაკრებში სანტუში პირველ ოფიციალურ შეხვედრას 14 ოქტომბერს დანიაში ევრო-2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.
გიორგი ბალახაძე