ძიუდო

14:29 | 22.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

პრაღაში ტატამზე 20 ქართველი გავა

ზამთრის სალიცენზიო ტურნირებს ამ უქმეებზე ჩეხური მსოფლიოს თასი დაასრულებს. სალიცენზიო მარათონში კი ჩასატარებელი ერთადერთი შეჯიბრება დარჩება – ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც 26-28 აპრილს, რუსეთის ქალაქი ჩელიაბინსკი უმასპინძლებს.
პრაღის მსოფლიოს თასისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა გაფართოებული შემადგენლობა ჩამოწერა. 20-კაციან განაცხადში არ არიან ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60 კგ), რომელთათვისაც სალიცენზიო რეიტინგის თვალსაზრისით, მომავალ ტურნირს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დანარჩენი წონითი კატეგორიების ლიდერებად მიჩნეულ ძიუდოისტებს კი, გუნდის მეორე-მესამე ნომრები დაემატნენ. სიაში თითქმის ყველა კანდიდატი მოხვდა, ვინც კი საქართველოს ჩემპიონატზე კარგად იჭიდავა. გამონაკლისი მხოლოდ გიორგი ბაინდურაშვილია (81 კგ), რომელიც წინა უცხოური ტურნირების მსგავსად, რატომღაც არც პრაღის განაცხადში შეიყვანეს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს თასის ჩემპიონობა 100 ქულად ფასობს, ფინალისტობა – 60 ქულად, ბრინჯაოს პრიზიორობა – 40-ად. 25 თებერვალს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდებიან, 26 თებერვალს – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში.
საქართველოს ნაკრები
პაატა მერებაშვილი (60 კგ), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, სანდრო იაკობაშვილი, მინდია ლილუაშვილი (ყველა - 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ზურაბ ნოზაძე (ყველა - 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, ბექა ღვინიაშვილი (ყველა - 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური, ლაშა გურული (ყველა - 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, ირაკლი ქობლიანიძე, ალექსანდრე მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი (ყველა - 100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100 კგ).
 

 

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08491