ფეხბურთი

10:45 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელის “გალათასარაიში” ლავესი სურს

“გალათასარაის” ახალი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი, პსჟ-ს არგენტინელი თავდამსხმელის - ეზეკილ ლავესის გადაბირებას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.

თუმცა, ამჟამად თურქულ კლუბს მის შესაძენად საჭირო თანხა არ გააჩნია და ერთადერთი გზა ვესლი სნეიდერის გაყიდვაა. ჰოლანდიელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს და მისი შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მონაკოსა” და რამდენიმე რუსულ კლუბს სურთ.

გასულ სეზონში, ლავესიმ პსჟ-ს რიგებში 48 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162438