ავტოსპორტი

14:36 | 14.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

პრაქტიკები ჰამილტონმა ლიდერობით დაასრულა

კორეის დიდი პრიზი ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს წვიმიანი ამინდით შეხვდა, რამაც თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენებ შედეგებზე იმოქმედა. ეგ კი არა, პირველი სესიის დროს, რამდენიმე პილოტმა, მათ შორის ჯენსონ ბატონმა და ფერნანდო ალონსომ, ტრასაზე გამოსვლისგან თავიც კი შეიკავეს.

პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი მიხაელ შუმახერს ჰქონდა, თუმცა მეორეზე, რომელიც შედარებით მშრალ ტრასაზე ჩატარდა, საუკეთესონი ”მაკლარენის” მრბოლები იყვნენ. საუკეთესო შედეგი ლუის ჰამილტონმა დააფიქსირა, მას კი მცირედით ჩამორჩა ბატონი. სხვათა შორის, კორეის წლევანდელი დიდი პრიზი, ”მაკლარენის” ისტორიაში მეშვიდასეა.

”წინა საბურავების გახურება ძალიან გამიჭირდა, თუმცა როგორც ჩანს, სხვებს ჩემზე მეტი პრობლემები ჰქონდათ”, - განაცხადა ბატონმა, ვინც წინა ეტაპი - იაპონიის დიდი პრიზი მოიგო და თანაც, ზედიზედ ხუთი რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. თანაგუნდელს ის 0.104 წამით ჩამორჩა. მეორე და მესამე შედეგებს დასჯერდა აწ უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი.

როგორც კი პირველ სესიაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, შუმახერმა შეცდომაც დაუშვა - პიტლეინის შესასვლელში ბალახებში გადავიდა, თუმცა საბედნიეროდ, ამას სერიოზული ინციდენტი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, ავარია მოუვიდა მის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელიც პირველ მოსახვევში ვერ ”ჩაეტია” და ბოქსებიდან ახალგამოსულ ხაიმე ალგერსუარის ”ტორო როსოს” შეეჯახა. ამ შემთხვევაშიც, ინციდენტი ტრავმის გარეშე დასრულდა.

 

კორეის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები (პირველი სესია)

1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               2:02.784

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            2:02.840

3. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            2:02.912

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              2:03.141

5. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)                        2:03.182

6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         2:03.292

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         2:03.391

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   2:04.311

9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           2:04.797

10. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  2:05.183

11. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 2:06.350

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    2:06.852

13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         2:07.541

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          2:08.218

15. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             2:08.832

16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)                       2:09.232

17. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2:12.658

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2:14.508

19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             დროის გარეშე

20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         დროის გარეშე

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                დროის გარეშე

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                დროის გარეშე

23. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               დროის გარეშე

24. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          დროის გარეშე

 

თავისუფალი პრაქტიკები (მეორე სესია)

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:50.828

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:50.932

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:52.646

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:52.774

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:53.049

6. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          1:53.402

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:53.707

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:53.914

9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)                        1:53.948

10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:53.957

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:54.200

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                        1:54.392

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:54.831

14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:54.965

15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:55.187

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:55.203

17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:55.544

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:56.067

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:56.669

20. იარნ ტრული (იტალია, ლოტუსი)                           1:57.173

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:58.269

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:59.458

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)                       1:59.958

24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                2:00.165

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170786