ფეხბურთი

20:13 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პრეციოზი: “ფეხბურთმა 140 მილიონი დამაკარგვინა”

იტალიური “ჯენოას” პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მისი გუნდი, უახლოეს წლებში, ფეხბურთელების გაყიდვით იქნება დაკავებული.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხბურთმა 140 მილიონი ევრო დამაკარგვინა. ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე, ამის აღიარება მრცხვენია კიდეც.

ჩემი პირადი ფული დავკარგე, რომელსაც “ჯენოას” ვახარჯავდი. დროა, საკითხისადმი მიდგომა შევცვალო. უახლოესი 2 წლის განმავლობაში, შევეცდებით ფინანსები დავაბალანსოთ და გარკვეული მსხვერპლის გაღებაც მოგვიწევს.

როდესაც ჰორიზონტზე დიდი კლუბი ჩნდება, რთულია ფეხბურთელი შეინარჩუნო. არ დაგვავიწყდეს, რომ დიეგო მილიტო ჩვენთან წელიწადში 1 მილიონს ღებულობდა, ხოლო “ინტერში” – 5 მილიონს.

იტალიური ფეხბურთი, ფინანსური მდგომარეობის მხრივ, ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას მნიშვნელოვნად ჩარმორჩება. მეც მინდა, რომ მქონდეს სტადიონი მუზეუმით, რესტორნითა და მთელი რიგი გასართობი საშუალებებით. თუმცა, იტალიაში სტადიონი არსებობს მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში და ისიც 14 დღეში ერთხელ.” – ციტირებს პრეციოზის სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171315