დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ექსპრეზიდენტ კახა ჩიგოგიძის სახელობის თასის გათამაშება ჭადრაკში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ბოლოსწინა ტურის შემდეგ, საპრიზო ადგილების მოპოვების ყველაზე კარგ შანსს 6.5-6.5 ქულის მქონე ირაკლი ბერაძესა და ნიკო ვოლკოვთან ერთად გიორგი სიბაშვილი, ნინო ხომერიკი და კახაბერ წერეთელი ინაწილებენ, რომლებიც ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის პრიზიორთათვის გარკვეული რაოდენობის ფულადი პრიზებია დაწესებული.









