ცოტა ხნის წინათ, საფრანგეთის ლიგა ერთის ლიდერ „პარი სენ ჟერმენსა“ და მის მდევრებს შორის არსებული სოლიდური სხვაობა, ნელ-ნელა, ქრება. ამის მიზეზი ისაა, რომ დედაქალაქელებმა ზედიზედ მე-2 გასვლითი თამაში წააგეს. არადა, „მარსელის“ ჯერ ჩემპიონატში, შემდეგ კი თასზე დამარცხებით განწყობაგამოკეთებული პსჟ აუტსაიდერთა შორის მყოფ „რეიმსს“ ეწვია და ანჩელოტის გუნდს 3 ქულის მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდა.
„ოგუსტ დელონზე“ გამართულ შეხვედრაში, პსჟ-მ ფავორიტის სტატუსი მე-60 წუთზე, მას შემდეგ გაიმყარა, რაც არბიტრმა გლომბარი მოედნიდან გააძევა და პარიზელები რიცხობრივ უპირატესობაში დარჩნენ. თუმცა, 4 წუთში, მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, მე-2 სართულზე ბრძოლა ფოფანამ მოიგო და შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა კრიშოვიაკმა „რეიმსს“ ოქტომბრის შემდეგ პირველი საშინაო მოგება მოუტანა.
შეუჩერებელ გუნდად იქცა „სენტ ეტიენი“. კრისტოფ გალტიეს შეგირდებმა, ბოლო 7 მატჩში, მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს. ამჯერად, „მწვანეებმა“ „ნიცა“ გაანადგურეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მათი უშუალო კონკურენტია.
წითელი ბარათების სიმრავლით გამოიჩა კორსიკული დაპირისპირება. „არმან სეზარზე“ გამართული შეხვედრის მე-2 ტაიმის დასაწყისში ტოიფილუ მაულიდას მიერ გატანილმა გოლმა მასპინძელთა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. შეხვედრის მიწურულს, საქმეში შეხვედრის მთავარი არბიტრი ჩაერთო. მან მე-80 წუთზე ერთი, ხოლო დამატებულ წუთებზე კიდევ 4 ფეხბურთელი გააძევა.
რეიმსი-პსჟ 1:0 (0:0)
რეიმსი, “ოგუსტ დელონი” 20098
რეიმსი (4-2-3-1): აგასა, გლომბარი, ფოფანა, ვებერი, სინიორინო, კრიშოვიაკი, რამარე (კა 76), ფორტე, დევო (გისოლფი 62), დიეგო, კურტე (ფოვერჟი 82).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
პსჟ (4-4-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, საკო, არმანი, მოურა (გამეირო 77), ვერატი (ბექჰემი 64), მატუიდი, პასტორე (მენესი 67), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლი: 1:0 კრიშოვიაკი (64).
გაფრთხილებები: რამარე 31, გლომბარი 46 - მოურა 75, ვან დერ ვილი 87, საკო 90+1.
გაძევება: გლომბარი 60.
მსაჯი: ფილიპ კალტი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (5)-11 (2), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 6-5, ჯარიმა: 17-12.
სენტ ეტიენი-ნიცა 4:0 (1:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 24358
სენტ ეტიენი (4-1-2-3): რუფიე, კლერკი, ბაიალი, პერინი, ბრიზონი, კლემენი (გილავოგი 32), ლემუანი, კოადე, ობამეიანი (ჰამუმა 72), ბრანდაო (ბოდმე 76), მოლო.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, სიველი, გომისი, კოლოძიეშაკი, ანინი, დიგარი (პალუნი 72), ეისერიჩი, მერიემი (ბრუინსი 72), ბოტეკი, მოპეი (ბოზეტი 58).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
გოლები: 1:0 ობამეიანი (7, პენ), 2:0 ბრანდაო (60), 3:0 მოლო (70), 4:0 ბრანდაო (74).
გაფრთხილებები: გომისი 6, ბოტეკი 62.
გაძევება: ეისერიჩი 24.
მსაჯი: ბართოლომეუ ვარელა.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 13 (7)-0 (0), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-3, ჯარიმა: 9-11.
ლორიანი-ვალანსიენი 1:1 (1:0)
ლორიანი, “მუსტუა” 14684
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, კონე, მანგა, ლე ლანი, მონე-პაკე, ბურილონი (რეალი 73), ლოტოა, ბართელმი, ჟუფრე (ჟიული 84), ალიადიერი (ოტრე 46).
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
ვალანსიენი (4-4-2): პენეტო, მატე, იზიმატ მირინი, ანგუა, ბონგი, დოსევი (ნგეტე 72), დუკურტიო, სანკარე, დანიჩი (საესი 89), პუჟოლი (სანჩესი 86), აბუბაკარი.
მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.
გოლები: 1:0 მონე-პაკე (4), 1:1 დანიჩი (80, პენ).
გაფრთხილებები: ალიადიერი 30, კონე 60 - პენეტო 45.
მსაჯი: ჟან სეილო.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 15 (5)-8 (5), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 4-6, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-16.
სოშო-ნანსი 1:2 (0:2)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი” 12912
სოშო (4-4-2): პუპლინი, პუჟოლი, რუსილონი (მიკარი 81), კანტე, კორშია, ტრაორე (ლოპი 73), ნოგეირა (პრივა 59), ბუდებუზი, რუდე, ბაკამბუ, სიო.
მწვრთნელი: ერიკ ელი.
ნანსი (4-4-2): გრეგორინი, ჟებუ, ლოტიე (სამი 46), პუგრენიე, სანე, კარაბუე, მანგანი, მუკანჯო, აიასე, ბაკარი, ზიტე (ეფულუ 79).
მწვრთნელი: პატრიკ გაბრიელი.
გოლები: 0:1 მუკანჯო (7, პენ), 0:2 ზიტე (40), 1:2 პრივა (90+3).
გაფრთხილებები: პუჟოლი 7, ტრაორე 22, ბუდებუზი 83 - მანგანი 34.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (5)-6 (4), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 6-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-24.
ბასტია-აიაჩო 1:0 (0:0)
ფურიანი, “არმან სეზარი” 15205
ბასტია (4-4-1-1): ლანდრო, სიონი, მარშალი, ფატი, შოპლინი, მაულიდა (ბოვუ 69), იატაბარე, როტენი, პალმიერი, ილანი (ტაუვინი 59), მოდესტე.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
აიაჩო (4-4-1-1): ოჩოა, შალმე, ზუბარი, პულარი, ბუჰური, მოსტეფა, ლასნე, ფატი (სამარიტანო 61), ბელგაზუანი (დელორი 87), კავალი (ანდრე72), ოლიეში.
მწვრთნელი: ალბერ ემონი.
გოლი: 1:0 მაულიდა (47).
გაფრთხილებები: მარშალი 14, შოპლინი 43 - შალმე 54, ოლიეში 56, ბუჰური 60.
გაძევებები: როტენი 90+6, ტაუვინი 90+6 - შალმე 80, ოლიეში 90+2, ანდრე 90+6.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 11 (7)-8 (5), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 2-7, სეივი: 7-9, ჯარიმა: 21-20.
ტულუზა-ევიანი 0:0
ტულუზა, “მუნისიპალი” 11011
ტულუზა (4-4-1-1): აჰამადა, ნინკოვი, იაგო, აბდენუ, მ’ბენგუე, ბრაატენი (რეგატინი 73), ერმაში (ბენ ბაზატი 59), კაპუე, ტაბანუ (რაბიო 81), დიდო, ბენ იედერი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
ევიანი (4-3-3): ლაკე, ვასი, ბეტაო, კამბონი, ერეტი, რაბიუ (ნინკოვიჩი 51), სორლინი, კონე, კალიფა, ბარბოსა (გოვუ 70), ბერიგო (საგბო 60).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გაფრთხილება: საგბო 90.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8 (5)-5 (0), კუთხური: 12-3, თამაშგარე: 8-2, სეივი: 0-6, ჯარიმა: 15-20.
ბომბარდირები
იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 22, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 15, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.
3 მარტი
ბრესტი-ლიონი; მარსელი-ტრუა; ლილი-ბორდო.







