ფეხბურთი

1:28 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ჩემპიონობას უახლოვდება

„პარი სენ ჟერმენმა“, ლიგა ერთის 31-ე ტურში, „რენი“ არცთუ იოლად დაამარცხა და შედეგად, ერთდღიანი შესვენების შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა მდევართან 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

ცუდ ფორმაში მყოფ „რენთან“ გასვლით შეხვედრაში, ანჩელოტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა ათამაშა. მიზეზი საპატიოა - სულ მალე, პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელით „ბარსელონასთან“.

პირველი ტაიმი მასპინძლებისა იყო. „რენის ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს. სტუმრები შესვენების შემდეგ გააქტიურდნენ და თამაშის განახლებიდან მალევე, შესანიშნავი გოლითაც დაწინაურდნენ. 56-ე წუთზე, მენეზმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, გზად 4 მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში შესულმა ანგარიში გახსნა.

„რენს“ ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსი კი ჰქონდა, მაგრამ ანტონეტის შეგირდებმა სირიგუს დამწუხრება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, კვლავ გაიტანა პსჟ-მ. მე-2 დამატებულ წუთზე, პსჟ-ს მაისურით თავისი სადებიუტო საგოლე გადაცემა გააკეთა დევიდ ბექჰემმა. მასპინძელთა კონტრშეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ინგლისელმა ბურთი საპირისპირო ძელთან ჩაჰკიდა და იბრაჰიმოვიჩს იოლი გოლი გაატანინა.

წაგებათა 2-მატჩიანი სერია 7-გოლიან თრილერში მოგებით შეწყვიტა „ნიცამ“, რომელმაც 3 ქულა „ტულუზასთან“ გასვლით მატჩში მოიპოვა. პირველ ტაიმში, გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს. მე-2 ნახევრის შუაში, სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს და მართალია ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ბენ იედერმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 2 წუთში, თავი ანინმა გამოიჩინა და ის გოლი გაიტანა, რომელმაც „ნიცა“ მე-4 ადგილზე გადაიყვანა.

აღმასვლას განაგრძობს „ნანსი“. ზედიზედ მე-3 მოგებით, პატრიკ გაბრიელის გუნდმა მე-17 ადგილთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. „ნანსიმ“, ამჯერად, ბოლოადგილოსან „ტრუას“ მოუგო, რომელიც უქულოდ გრანჟის გოლით დატოვა.

 

რენი-პსჟ 0:2 (0:0)

რენი, “რუტ დე ლორიანი

რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანსე, ბოიე, კანა ბიიკი, მავინგა, ა. დიარა (კონრადსენი 65), პაჟო, პიტროიპა, ფერე, დიალო (სანე 78), კ. დიარა (ერდინგი  65).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი.

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, კამარა, საკო, მაქსველი, შანტომი, ვერატი (ბექჰემი 46), მატუიდი, მენესი (პასტორე 76), იბრაჰიმოვიჩი, გამეირო (ლავესი 66).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 მენესი (56), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (90+2).

გაფრთხილებები: ბოიე 32 - ვერატი 33, შანტომი 77, ვან დერ ვილი 80.

მსაჯი: სედ ენჟიმი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 10 (2)-7 (5), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-16.

 

ნანსი-ტრუა 1:0 (0:0)

ტომბლენი, “მარსელ პიკო

ნანსი (4-5-1): გრეგორინი, კარაბუე, პუგრენიე, ლოტიე, ჟებუ, მუკანჯო, აიასე (გრანჟი 60), მანგანი, ბაკარი (ჟანვიე 82), სანე, ეფულუ.

მწვრთნელი: პატრიკ გაბრიელი.

ტრუა (4-2-3-1): ტურამ-ულიენი, კოლინი, ჟარჟა, ბრეშე, ოტონი, ნგოი (იამისი 40), ტიაგო (მარკოსი 79), ფოსურიე, ნივე, კამუსი, ბაებეკი (იატარა 63).

მწვრთნელი: ჟან ფურლანი.

გოლი: 1:0 გრანჟი (67).

გაფრთხილებები: სანე 42, ბაკარი 53, მუკანჯო 89 - ტიაგო 54, ოტონი 60, იამისი 76.

მსაჯი: სებასტიენ მორეირა.

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 13 (8)-8 (1), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-7, ჯარიმა: 13-23.

 

სოშო-აიაჩო 0:0

მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი

სოშო (4-4-2): პუპლინი, კორშია, კარლაო, კანტე, სოჟე (პეიბერნე 74), ბუდებუზი (პრივა 65), პუჟოლი, ნოგეირა (დიასი 78), რუდე, ბაკამბუ, სიო.

მწვრთნელი: ერიკ ელი.

აიაჩო (4-5-1): ოჩოა, შალმე, ზუბარი, პულარი, ბუჰური, ოლიეში (კავალი 71), ანდრე (დიავარა 87), მოსტეფა, ლასნე, დიარა (დელორი 87), მუტუ.

მწვრთნელი: ალბერ ემონი.

გაფრთხილებები: ბაკამბუ 19 - ოჩოა 61, შალმე 68.

მსაჯი: ბართოლომეუ ვარელა.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11 (5)-8 (2), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-5, ჯარიმა: 17-15.

 

მონპელიე-ვალანსიენი 3:1 (1:1)

მონპელიე, “ლა მოსონი

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, კონგრი, ჰილტონი, ელ კაუტარი, ბედიმო, ბელჰანდა, სტამბული, კამარა, კაბელა, მარტინი (დაბო 73), უტაკა (შაბრონიე 46).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

ვალანსიენი (5-4-1): პენეტო, მატერი (ნერი 83), როზი, სანჩესი, ანგუა, ბონგი, მელიკსონი, სანკარე (დოსევი 79), გომისი (საესი 85), დანიჩი, ნგეტე.

მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.

გოლები: 1:0 კამარა (18), 1:1 ნგეტე (40), 2:1 კონგრი (60), 3:1 ბელჰანდა (86).

გაფრთხილებები: უტაკა 44, კაბელა 64 - ანგუა 45, დანიჩი 77, სანჩესი 77.

მსაჯი: ფილიპ კალტი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (7)-9 (4), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 14-18.

 

ბასტია-ბრესტი 4:0 (1:0)

ფურიანი, “არმან სეზარი

ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, სიონი (ინკუმი 60), მარშალი, არეკი, პალმიერი, იატაბარე, ფატი, ტაუვინი (ბოვუ 80), როტენი, მაულიდა (კაზრი 33), მოდესტე.

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

ბრესტი (4-2-3-1): არტოკი, კულიბალი, ტრაორე, კანტარი, მენდი, ორასი, სისოკო, ტურე (ლეზუამიე 63), გრუჟი, რასპენტინო, ბენშოპი (აიტე 58).

მწვრთნელი: ლანდრი შაუვინი.

გოლები: 1:0 კაზრი (41), 2:0 ტაუვინი (50), 3:0 ტაუვინი (71), 4:0 მოდესტე (79, პენ).

გაფრთხილებები: გრუჟი 45+1, მენდი 68.

გაძევება: არტოკი 77.

მსაჯი: ბენუა მილო.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 12 (7)-8 (4), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-4, ჯარიმა: 8-17.

 

ტულუზა-ნიცა 3:4 (2:2)

ტულუზა, “მუნისიპალი

ტულუზა (4-1-4-1): აჰამადა, ნინკოვი, ძებინა, აბდენუ, მ’ბენგუე, კაპუე, რეგატინი (ბრაატენი 75), დიდო (ბლონდელი 83), რაბიო, ტაბანუ, ბენ იედერი.

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

ნიცა (4-5-1): ოსპინა, ჟენევუა, სიველი, გომისი, კოლოძიეშაკი, პიე (ანინი 74), აბრიელი, დიგარი, ტრაორე (ბრუინსი 88), ბოტეკი, კვიტანიჩი (ბოზეტი 80).

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

გოლები: 0:1 ბოტეკი (1), 1:1 ბენ იედერი (8), 2:1 კაპუე (19), 2:2 ბოტეკი (40), 2:3 კვიტანიჩი (68), 3:3 ბენ იედერი (90), 3:4 ანინი (90+2).

გაფრთხილებები: მ’ბენგუე 6, რაბიო 14, ძებინა 60, რეგატინი 66, ტაბანუ 70 - ტრაორე 22, კოლოძიეშაკი 72.

გაძევებები: აჰამადა 82 - ბოზეტი 90+1.

მსაჯი: კლემენ ტურპინი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 10 (5)-8 (7), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 15-16.

თეგებიპსჟ
0.095104