ფეხბურთი

21:58 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლეონარდოს ვალდანოთი შეცვლას შეეცდება

 

“პარი სენ ჟერმენის” სპორტული დირექტორის პოსტი, შესაძლოა, ხორხე ვალდანომ დაიკავოს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული Le Parisien-ი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ს ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, ლეონარდო დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბუნებრივია, პარიზელები ბრაზილიელის შემცვლელს ეძებენ და ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, ლეონარდოს ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატი ხორხე ვალდანოა, რომელიც ამავე თანამდებობაზე მადრიდის “რეალში” მუშაობდა. ვალდანომ “რეალის” სპორტული დირექტორის პოსტი 2011 წელს, ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა.

თეგებიპსჟვალდანო
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099278