“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა, მაქსველმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
მაქსველი უკვე მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც პარიზელებთან ხელშეკრულება ბოლო დღეებში გააგრძელა. მანამდე, იგივე ტიაგო მოტამ და ბლეზ მატუიდიმ გააკეთეს.
მაქსველი “ბარსელონადან” პსჟ-ში 2012 წელს გადავიდა. ფრანგული კლუბის მაისურით მან 85 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.









