ფრანგული პრესის ცნობით, “პარი სენ ჟერმენი” სტადიონის ტევადობის 15 ათასი მაყურებლით გაზრდას აპირებს, რაზეც პარიზელებს ქალაქის მმართველობისგან ნებართვა უკვე მიღებული აქვთ.
Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ აპირებს, ევრო 2016-ის შემდეგ, ამჟამად 45 ათასიანი არენა 60-ათასიანად აქციოს. ცნობილი ხდება, რომ პარიზის მერმა, ბერტრან დელენოემ “პარკ დე პრენსის” მოდერნიზაციის ნებართვა უკვე გასცა, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ დელენოეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2014 წელს გასდის და შესაძლოა, ქალაქის მომდევნო მერმა მისი გადაწყვეტილება გააუქმოს.







