სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი ვახტანგ ქადარია (20.07.89, 206სმ) ვიცე-ჩემპიონის, თასისა და სუპერთასის მფლობელ “ქუთაისი-2010”-ში ჩაირიცხა, რომელთანაც 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძის თანაშემწე მედეა მხეიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქადარია ბოლო სამი სეზონი სუპერლიგის მონაწილე “სოხუმში” თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ ანატოლი ბოისას შემდეგ, ვახტანგ ქადარია ჯერჯერობით “ქუთაისი-2010”-ის მეორე ახალწვეულია.







