დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს აკადემია მასპინძლობდა. ასპარეზობაში ქვეყნის ყველა რეგიონის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
2010 წლის ჩემპიონატში იყო ერთი სიახლე - თუ აქამდე, 90 კილოგრამს ზევით მოასპარეზე ყველა ფალავანი მძიმე წონაში გამოდიოდა, ამჯერად, მედლები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა და მძიმეშიც.
ოქროს მედლის გარეშე დარჩა გასულ, 2009 წლის საქართველოს ფალავანი ადამ ოქრუაშვილი, რომელიც მძიმე წონაში გამოდიოდა. ოქრუაშვილი ფინალში კი გავიდა, მაგრამ ნეკნის ტრავმის გამო ვეღარ იჭიდავა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.
გთავაზობთ პრიზიორთა ვინაობას წონითი კატეგორიების მიხედვით:
60 კგ
1. ამირან პაპიაშვილი (აჭარა)
2. გიორგი ტყემალაძე (აფხაზეთი)
3. გიორგი ნასყიდაშვილი (იმერეთი)
3. გოჩა გულბათაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
65 კგ
1. გიორგი ტაბატაძე (გორი)
2. მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)
3. ლევან ქოჩიევი (მცხეთა-მთიანეთი)
3. მიხეილ მეკოკიშვილი (საგარეჯო)
70 კგ
1. ზურაბ ნოზაძე (ხაშური)
2. ბექა ბერიაშვილი (თბილისი)
3. ხვიჩა წიკლაური (აჭარა)
3. ჯემალ გიგუაშვილი (ხაშური)
80 კგ
1. ზვიად ბაზანდარაშვილი (აჭარა)
2. გოჩა ხუციშვილი (თბილისი)
3. ნოდარ კუდუაშვილი (გორი)
3. ზაქრო მუმლაური (მცხეთა-მთიანეთი)
90 კგ
1. გიორგი ცოციაშვილი (თბილისი)
2. ხვიჩა ხუციშვილი (თბილისი)
3. თამაზ მუთოშვილი (ახმეტა)
3. პაატა ღვინიაშვილი (გორი)
100 კგ
1. თევდორე აბელაშვილი (თბილისი)
2. გიორგი ბოლოთაშვილი (გორი)
3. მინდია ბოდაველი (მცხეთა-მთიანეთი)
3. ონისე ბუღაძე (თბილისი)
+100 კგ
1. ვახტანგ ზოიძე (აჭარა)
2. ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
3. მირიან გონჯილაშვილი (ახმეტა)
3. ამირან წაქაძე (იმერეთი)
როლანდ ლაბუჩიძე







