ჭიდაობა

19:12 | 6.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ სამბოს ახალი თავკაცი ეყოლება

ქართულ სამბოში უახლოეს მომავალში მორიგი ძირეული ცვლილებები განხორციელდება. როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, უახლოეს დღეებში საქართველოს სამბოს ფედერაცია ახალ რიგგარეშე ყრილობას დაგეგმავს, რომელზეც დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
ფედერაციის პრეზიდენტისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ გიორგაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჯერ არავინ საუბრობს, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს უკვე გადაწყვეტილია. გიორგაძის ადგილს სავარაუდოდ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სოსო ლიპარტელიანი დაიკავებს.

 

 

0.096721