ახალი საავტომობილო სეზონის გამოცხადებამდე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.
11 აპრილს, 13:00 საათზე სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ფორმულის, ლეგენდსის, ძარიანი და სამოყვარულო ავტომობილების კლასებში 2012 წლის სეზონის გამარჯვებულებს საპატიო სიგელებსა და თასებს მინისტრი ლევან ყიფიანი და ავტოდრომის მესვეურები გადასცემენ. ავტოდრომის მფლობელი და საავტომობილო სპორტული ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა კი გასული წლის ყველაზე წარმატებულ და ახალგაზრდა მრბოლს გრანდიოზულ საჩუქარს გაუკეთებს - ფორმულის ბოლიდს აჩუქებს.
ამავდროულად საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია მრბოლებსა და მედიას საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატის კალენდარს წარუდგენს. საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში რუსთავის ავტოდრომზე 14 აპრილს 13:00 საათზე დაიწყება და ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად, ამ ჩემპიონატის გამარჯვებულები წლის ბოლოს 3 მანქანას მოიგებენ.
„უდავოა, რომ 2012 წელი საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ყველაზე წარმატებული იყო. ვამაყობ მიღწევებით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავტოსპორტი მაღალ დონეზე და სწრაფად ვითარდება. გასულ წელს დაგვემატა 2 კლასი - ლეგენდსი და ფორმულა ალფა, გვეწვია ძალიან ბევრი უცხოელი მრბოლი, ჩატარდა უამრავი საინტერესო შეჯიბრი, დამონტაჟდა გრანდიოზული ეკრანი და ტრეკზე არსებული 28 კამერის საშუალებით მაყურებელი რბოლოს ნებისმიერ მონაკვეთს თვალყურს ონ-ლაინ რეჟიმში ადევნებს. რაც მთავარია, გაუმჯობესდა პირობები სამოყვარულო დონეზეც, ახლა უკვე სავარჯიშო მოედანზე ნებისმიერ მსურველს უტარდება ტრენინგი და ბევრს მოყავს შვილი ან თავად დადის ტრეკზე, რომ გაიწაფოს“, - აცხადებს საავტომობილო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა.
რაც შეეხება ახალ საავტომობილო სეზონს, რომელიც 14 აპრილს გაიხსნება, როგორც რუსთავის ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე აცხადებს, შტურმი ავტოსპორტის განვითარებაზე წელსაც გაგრძელდება. „გრანდიოზული გეგმები გვაქვს - წელს ავტომოყვარულებს ავტომობილების მოგების შანსი ექნებათ. ერთდროულად 3 მანქანას ვათამაშებთ. ასეთი რამ საქართველოს ავტოსპორტს არ ახსოვს. ეს იქნება სამოყვარულო და პროფესიული რბოლებით, შოუებით, სიურპრიზებით დახუნძლული წელი“, - დასძენს იგი.
ახალი სეზონის გამოცხადებამდე გასული წლის შედეგების შეჯამება ქართული ავტოსპორტის მთავარი მოვლენა და ურყევი ტრადიციაა.
2012 წლის ავტოსპორტის პროფესიული და სამოყვარულო შეჯიბრების ჩემპიონები კი არიან:
|
პროფესიონალების კლასები |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
Legends |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
გამარჯვებულები |
გამარჯვებული გუნდები |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1 |
გიორგი ბეჟიტაშვილი |
Gulf Racing |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2 |
დათა ქაჯაია |
ART |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3 |
შოთა აფხაზავა |
Mia Force |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
Formula Alfa |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
გამარჯვებულები |
გამარჯვებული გუნდები |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1 |
ნიკა ადეიშვილი |
1, Gulf Racing |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2 |
მევლუდ მელაძე |
3, Mia Force |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3 |
ლაშა ნადირაშვილი |
2, ART |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
GT |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
გამარჯვებულები |
გამარჯვებული გუნდები |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1 |
ლევან კვინიკაძე |
Kvinikadze Racing |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2 |
ზურაბ ბეჟაშვილი |
Tegeta Motors Racing Team |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3 |
ვასიკო ჭონიშვილი |
Tatishvili Racing Team |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
Mono |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
1 |
დავით ჩხიკვიშვილი |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2 |
გიორგი კიკნაძე |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3 |
ზურაბ ბაქრაძე |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

სამოყვარულო წყვილთა რბოლის ჩემპიონები |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
წინა წამყვანი კლასი |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
1 |
შაკო ციხელაშვილი |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
2 |
სანდრო თავართქილაძე |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
3 |
ბესიკ კაპანაძე |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
უკანა წამყვანი კლასი |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
1 |
ირაკლი კაკაურიძე |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
2 |
თენგო გოგილაშვილი |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
3 |
სანდრო ცხადაძე |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ყველა წამყვანი კლასი |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
1 |
ვანო მძელური/ 1. უშანგი ნანავა |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
2 |
ზურა ახალაია |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
3 |
ალექსანდრე ეზუგბაია |