ჭიდაობა

21:34 | 11.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჭიდაობის ახალი თავკაცი

სპორტის დეპარტამენტში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე თბილისის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან მამულაშვილი აირჩიეს. ყრილობას ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი უშანგი ყურაშვილი, მერიის სპორტის სამსახურის უფროსი მერაბ ჩიქობავა და დელეგატები დაესწრნენ. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.
ლევან მამულაშვილი: “ქართული ჭიდაობის თბილისის  ფედერაციის შექმნის მთავარი დანიშნულება ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია და განვითარებაა. მსურს მხარდაჭერისათის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიასა და ქართული ჭიდაობის ფედერაციას. სამომავლოდ, ჩვენ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვპირდებით გულშემატკივარს და ძალებს არ დავიშურებთ ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციისთვის. მნიშვნელოვანია,  ქალაქის სკოლებში სპორტის გაკვეთილების შემოღების პროექტის განხორციელებც. ამათგან, ერთ-ერთი სახეობა აუცილებლად ქართული ჭიდაობა იქნება”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088105