ძიუდო

8:19 | 18.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდო დღეს-ხვალ დაინომრება


დღეს და ხვალ სპორტკომპლექს “არენაში” ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შიდა პირველობაში საქართველოს ნაკრების ყველა წევრი უნდა ჩაერთოს. გამონაკლისი მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილია, რომელმაც ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ვარჯიში ახლახან განაახლა.
ჩემპიონატის მედალოსნები ახალი ნაკრების კანდიდატები გახდებიან და თებერვლიდან საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთვებიან. საერთაშორისო სეზონი კი ტრადიციულად, თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი “მსოფლიოს თასით” გაიხსნება.
დღეს საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ხვალ კი დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.077155