ჭადრაკი

15:23 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გრან-პრი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში

10 ივნისს დაიწყება და 12 ივნისამდე გასტანს საქართველოს გრან-პრის გათამაშება სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში, რომლის მიზანიც რაპიდში საქართველოს გრან-პრის II ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენაა.

ტურნირში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი ქალი დაიშვება, ვისაც საერთაშორისო რეიტინგი აქვს.

შეჯიბრი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება, თითოეულს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

ტურნირის საპრიზო საპრიზო ფონდი 500 ლარია (რაპიდი), საიდანაც გამარჯვებული 250-ს მიიღებს.

0.157854