საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებები რუმინეთში გაემგზავრნენ. დღეიდან 9 აპრილის ჩათვლით, ბუქარესტი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ორივე ასაკობრივ ჯგუფში 10-10 ქართველი სამბისტი მიიღებს. ევროპირველობაზე დასაყენებელი შემადგენლობები ნაკრების მწვრთნელებმა თებერვლის ბოლოს ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეარჩიეს.
“გუნდები საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოსამზადებელი შეკრებაც ნაყოფიერად გაიარეს და მათგან, რა თქმა უნდა, წარმატებულ გამოსვლას ველით” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს სამბოს ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა. აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ლიპარტელიანი ევროპირველობის დასრულების შემდეგ საქართველოს ასაკობრივ და ძირითად ნაკრებებს ახალ მწვრთნელებს დაუნიშნავს.
5-9 აპრილი. ბუქარესტი. ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკთა ნაკრები
48 კგ - ლერი ბედიანიძე
52 კგ - იოსებ მელაძე
56 კგ - მირზა გუჯეჯიანი
60 კგ - ზაზა როსტომაშვილი
65 კგ - გიორგი კირკიტაშვილი
70 კგ - ომარ ნიაზაშვილი
75 კგ - უშანგი მარგიანი
84 კგ - ჯონი ჭითანავა
87 კგ - ზაზა მამარდაშვილი
+87 კგ - გიორგი ლაზუაშვილი
ახალგაზრდული ნაკრები
48 კგ - ავთანდილ მზარეულაშვილი
52 კგ - ლევან ბერბერაშვილი
57 კგ - გიორგი მესაბლიშვილი
62 კგ - შმაგი ლაგაზაური
68 კგ - ტრისტან ფეიქრიშვილი
74 კგ - მიხეილ ჩოხელი
82 კგ - ამირან იანვარაშვილი
90 კგ - ალექსანდრე მილდიანი
100 კგ - გიორგი ქავთარაძე
+100 კგ - უშანგი კოკაური
ოთარ მაღლაკელიძე







