ჭიდაობა

20:27 | 29.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამეულიდან სამეულს ხუციშვილი შეუტევს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ დავით ხუციშვილს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალს ერთი გამარჯვება აშორებს. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 20 წლის ქართველი, რეპეშაჟის ფინალში ბულგარელ კირილ სტოიჩევ ტერზიევს დაუპირისპირდება. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ხუციშვილი ნახევარფინალიდან გამოეთიშა - სომხეთის სახელით მოჭიდავე მუსა მურთაზალიევთან წაგებით. იქამდე კი, გერმანელი ანდრი შივკა, სლოვაკი დან პალინკასი და რუმინელი მარიუშ ლუჩიან ატოფანი ჩამოიცილა. შეგახსენებთ, დავით ხუციშვილი უფროსებს შორის სადებიუტო ევროპირველობას ჭიდაობს. შარშან იგი ახალგაზრდებში გამოდიოდა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
დღესვე, გერმანულ ხალიჩაზე შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მალხაზ ზარქუა (60 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილიც (96 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამეულები მათ გარეშე შეივსება. ზარქუამ ფინელი იუკა ილმარი ჰივტიაინენის ძლევის შემდეგ, გერმანელ მარსელ ევალდთან წააგო. გავაშელიშვილი ჩეხ ვრატისლავ ჩოტასს და გერმანელ კევინ შვაებეს გასცდა და მეოთხედფინალში მოლდოველ ნიკოლაი ჩებანთან წაიფორხილა.

ოთარ მაღლაკელიძე

0.098051