ძიუდო

14:44 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტებზე ვიდეო-კლიპს იღებენ

საქართველოში იმყოფებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) კონტრაქტორი და პარტნიორი ფირმის – “ფაითინგ ფილმსის" წარმომადგენლები და  გადამღები ჯგუფის წევრები დიდი ბრიტანეთიდან, რომლებიც აღნიშნული კომპანიისათვის სხვადასხვა სახის სარეკლამო ვიდეო-რგოლებს ამზადებენ. 
ფირმის წარმომადგენლები ქართველი ძიუდოისტების წინასაოლიმპიადო მზადებით დაინტერესდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ქართველ ძიუდოისტზე სარეკლამო კლიპი დამზადდება.
ბრიტანელები სარეკლამო რგოლებში გადაიღებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს – ვარლამ ლიპარტელიანს, ირაკლი ცირეკიძესა და ასევე საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ქართველ ჯარჯი ზვიადაურს, რომელიც ოლიმპიადისათვის წისამოსამზადებელ პერიოდს საქართველოში გადის.
აღსანიშნავია, რომ “ფაითინგ ფილმს”-ი სარეკლამო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით ეწევა, აწარმოებს საერთაშორისო პირდაპირ ტრანსლაციებსა და ასევე საჭიდაო კიმონოებს. ქართველი ძიუდოისტები საერთაშორისო ტურნირებზე სწორედ ამ ფირმის კიმონოებით ასპარეზობენ.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092973