ჭადრაკი

18:58 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა წარმატება თურქულ ტურნირზე

ქართველი მოჭადრაკეების წარმატებით  დასრულდა თურქეთში გამართული საერთაშორისო შეჯიბრი – 1 st International Çeşme Open Chess Tournament. ვაჟთა A კატეგორიის შეჯიბრში 9-დან 7.5 ქულით შოთა აზალაძემ (2481) გაიმარჯვა, ზურაბ ჯავახაძემ (2450) კი, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.

დანარჩენ ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

8. დავით ბენიძე (2495) – 5.5 ქულა

14. ალექსანდრე ყაშაშვილი (2376) – 5.0 ქულა

16. აკაკი შალამბერიძე (2386) – 5.0 ქულა

18. ბაჩანა მორჩიაშვილი  (2393) – 4.5 ქულა

22. გიორგი ბაღათუროვი (2444) – 4.0 ქულა

მოზარდ მოჭადრაკეთა B კატეგორიის ტურნირში   9-დან 7.0 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა ანტონ ნადირაძე.

ქალ მონაწილეთა C კატეგორიაში 9-დან 8.5 პირველობა გაინაწილეს სოფო ტერელაძემ (2167) და დიანა ბაკუმ (მოლდავეთი, 2249), თუმცა, უკეთესი მაჩვენებლებით ქართველმა მოჭადრაკემ იმარჯვა. მესამე ადგილზე 6.5 ქულით  მარიამ თევზაძე (1883) გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094286