პოლონეთში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა ევროპირველობის მეცხრე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა მოკრძალებული შედეგი აჩვენეს და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გაიუარესეს მდგომარეობა. ბაადურ ჯობავა ყაიმს დასჯერდა ვლასტიმილ ბაბულასთან, ასევე მერაბ გაგუნაშვილმა ნახევარი ქულა მოიპოვა მათიას ბლუებაუმთან პარტიაში, თორნიკე სანიკიძემ ვლადიმირ პოტკინთან წააგო, ხოლო დავიტ ლომსაძემ - სუსტი სქესის წარმომადგენელთან ელენა ჩერედნიჩენკოსთან. ასევე მარცხი იწვნია ავსტრიის სახელით მოასპარეზე დავით შენგელიამ, რომელმაც ვერაფერი გააწყო რუს იან ნეპომნიაშჩისთან შეხვედრაში, არადა შენგელია თავიდან მოწინავეტა რიგებში იყო.
8 ტურის შემდეგ შეჯიბრებას 7 ქულით უკრაინელი ალექსანდრ მოისეენკო ლიდერობს, მას ნახევარი ქულით რუმინელი კონსტანტინ ლუპულესკუ ჩამორჩება. დავით შენგელიას და ბაადურ ჯობავას 5-5 ქულა აქვთ და ჯერჯერობით პირველი 40 ადგილის მიღმა რჩებიან. მერაბ გაგუნაშვილმა გაგუნაშვილმა ჯერჯერობით 4,5 ქულა მოაგროვა, სანიკიძემ - 4, ხოლო ლომსაძე -2.
მეცხრე ტურში ჯობავა ფინელ ტომ ნიბეკს ეთამაშება, გაგუნაშვილი - რუს მიხაილ ანტიპოვს, სანიკიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ბაჰრუზ რზაევია, ლომსაძისა - გერმანელი ბირგერ ვენზელი.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 16 მაისს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 14 ათასს მიიღებს. ერთი საინტერესო დეტალიც. ევროპის ჩემპიონატის 23 მოწინავე მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.







