საქართველოს სამბისტთა ნაკრები მეორე კვირაა ბელარუსში, სტაიკების ცნობილ ბაზაზე ემზადება. შეკრება სამ დღეში დასრულდება. 9-11 ნოემბერს კი ქართული გუნდი მინსკში, მსოფლიოს 36-ე ჩემპიონატზე იჭიდავებს.
სტაიკებში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა დუშეთში გაიარა საწვრთნელი შეკრება. სწორედ დუშეთში დასახელდა ის შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს პირველობაში ჩაერთვება:
ნუკრი ბერაია (52 კგ), უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ლევან ქოჩიევი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), მირიან პავლიაშვილი (100 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ).
9 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები 52, 69 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. 10 ნოემბერს - 57, 74 და 100 კილოგრამებში, ხოლო 11 ნოემბერს - 62, 82 და +100 კილოგრამებში.
მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრებიც ჩაერთვება, ოღონდ მხოლოდ ორი სპორტსმენით. შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) 10 ნოემბერს იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







