სხვა

13:36 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსანის წარმატება უკრაინაში

საქართველოს ძალისმიერ სპორტის სახეობათა ნაკრების წევრმა, საქართველოს 5-გზის ჩემპიონმა და 4-გზის თასის მფლობელმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა 5-6 ივლისს, უკრაინაში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე ძალისმიერ სპორტის სახეობებში, სახელწოდებით Iron games, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები სხვადასხვა მოძრაობებში აიღო და ამასთან, ტურნირზე დაწესებული საერთაშორისო თასიც მოიპოვა, რითიც ტურნირის მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ირაკლი ცხოვრებაშვილმა წარმატება დედის ხსოვნას მიუძღვნა. ქართველი ძალოსანი წარმოშობით აფხაზეთიდანაა და მას როგორც აფხაზეთიდან დევნილს, საქართველოს ძალისმიერ სპორტის სახეობათა ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, დახმარება აფხაზეთის განათლების სამინისტრომ გაუწია.

 

სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.080392