ლოპოტაში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა გრანპრის მე-5 ეტაპზე, რომელშიც პლანეტის 12 საუკეთესო მოჭადრაკე ქალი, მათ შორის 2 მასპინძელი, ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილიც მონაწილეობს, პირველი ტურის პარტიები გათამაშდა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა პარტიები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით. გრანპრის ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი ბელა ხოტენაშვილი მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფ ჩინელ ჟაო ქსიუს ეთამაშებოდა. გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება ვერც ერთმა ვერ შეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოჭადრაკეები საბოლოოდ ყაიმზე შეთანხმდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს, მისი მეტოქე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) იყო. ძაგნიძემ შეძლო უპირატესობის მოპოვება, მოგების ძალიან კარგი შანსი მიეცა, მაგრამ საბოლოოდ ყაიმი დაფიქსირდა და მხოლოდ ნახევარი ქულით დაკმაყოფილდა.
მეორე ტურში ხოტენაშვილი თეთრებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) ეთამაშება. რაც შეეხება შავებით მოთამაშე ძაგნიძეს, მისი მეტოქე ელინა დანიელიანი (სომხეთი) იქნება.
გთავაზობთ პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:
ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 1:0
ჟაო ქსიუ (ჩინეთი) – ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) 0.5-0.5
ჰოუ იფანი (ჩინეთი) – ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) 1:0
ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი) – ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0
ნანა ძაგნიძე (საქართველო) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 0.5-0.5
ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი) – ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0.5-0.5
სატურნირო მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ:
1-3 კონერუ, იფანი, ვენჟუნი (1-1)
4-9 ქსიუ, ხოტენაშვილი, ძაგნიძე, კოსტენიუკი, დრონოვალი, მუზიჩუკი (0.5-0.5)
10-12 სტეფანოვა, მუმინოვა, დანიელიანი (0-0)
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი
სტეფანოვა – მუზიჩუკი
კოსტენიუკი – დრონოვალი
დანიელიანი – ძაგნიძე
მუმინოვა – ჟუნი
ხოტენაშვილი – იფანი
ქსიუ - კონერუ







