ჭიდაობა

16:45 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები ევროპირველობაზე ახალი ფორმით გამოვლენ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ნაკრების სპორტული ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე დამსწრეთ ახალი ამუნიცია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარუდგინა.

“სპორტულ ფორმაში მარტო უშუალოდ სატურნირო სპორტული სამოსი არ იგულისხმება. ასეთი სრულყოფილი და კარგი საჭიდაო ფორმა ნაკრებს ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ძალიან კარგია, რომ ამ მხრივ სპორტსმენებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ”, - განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ.

პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი დოლაბერიძეც დაესწრო. მან მომავალი ევროპირველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ მოჭიდავეებს წარმატებები უსურვა.

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092267