სხვა

0:57 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოკრივეები უკრაინულ ტურნირზე იასპარეზებენ

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები (U17) უკრაინის დედაქალაქ კიევში გასამართ A კლასის საერთაშორისო ტურნირიზე იასპარეზებს.

ქართველი სპორტსმენები კიევში დღეს გაფრინდნენ. უკრაინაში ამჯერად 5 ქართველ მოკრივეს ვიხილავთ. ესენი არიან: 52 კგ. გარიკ პოზოიანი (ახალქალაქი), 56 კგ. უჩა მაისურაძე (რუსთავი), 60 კგ. ლაშა გურული (რუსთავი), 69 კგ. გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი) და 81 კგ. რატი ტლაშაძე (გორი).

კიევის საერთაშორისო ტურნირი ერთ-ერთი შეჯიბრებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ევროპის ჩემპიონატის მოზამზადებელი ციკლისთვის დაგეგმა.

ისიც ვთქვათ, რომ დელეგაციაში მყოფი გიორგი ხარაბაძე 16-28 აგვისტოს ჩინეთის ქალაქ ნანძინში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა კიევში გამგზავრებამდე, ბოლო ვარჯიში “არენა 1”-ის კრივის დარბაზში გამართა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078012