სხვა

15:23 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი პარაოლიმპელი სპორტსმენის ბრინჯაო მონრეალიდან

კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ მსოფლიოს გრან-პრის გათამაშებაზე ფარიკაობაში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა 6 კაციანმა დელეგაციამ.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა თბილისელმა ირმა ხეცურიანმა, რომელმაც რაპირით ფაირიკაობაში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა ჯგუფში სამი მეტოქე დაამარცხა და პლეი-ოფში გააგრძელა ბრძოლა, სადაც რამდენიმე მეტოქე დაამარცხა, მათ შორის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ამერიკელი ელენ გედესი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც გერმანელ მოწინააღმდეგესთან, მომავალ ჩემპიონთან – სიმონე ბრიეს-ბატკესთან დათმო შეხვედრა და ბრინჯაოს დაეუფლა.

ტურნირში სულ 12 ქვეყანა მონაწილეობდა.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093713