17 წლამდე ფეხბურთელებს შორის, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე, მე-11 ჯგუფის დასკვნითი მატჩის პირველ ტაიმში, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჰოლანდიამ საქართველო 1:0 დაამარცხა.
ტაიმი ჰოლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. 26-ე წუთზე მარლონ სლაბეკომმა ორ მეტოქეს აუარა გვერდი და ქართველთა საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა – 1:0.
პარალელურად გორში მიმდინარე მატჩში სან მარინოს და ფარერების 17-წლამდელებს შორის ანგარიში არ გახსნილა.









