ჭიდაობა

18:17 | 7.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭიდავეებმა “ოქროს გრანპრი” 21 მედლით დაასრულეს

ქართველმა მოჭიდავეებმა ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის “ოქროს გრანპრის” დასკვნით დღეს ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) გახდა. ფინალში მან დავით ქარჩავას მოუგო.  ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილს (84 კგ), ხოლო ბერძნულ რომაულში რევაზ ლაშხმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
კარტოზია-ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თბილისის სპორტის სასახლეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 14 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. “ოქროს გრანპრიზე” ქართველმა მოჭიდავეებმა საერთო ჯამში 21 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს – 5 ოქრო, 6 ვერცხლი, 10 ბრინჯაო.
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.087059