ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დასრულდა რიგით მეორე საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა მოჭადრაკეებმა მერაბ გაგუნაშვილმა და კახა შალამბერიძემ მიიღეს და წარმატებასაც მიაღწიეს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 12 ქვეყნის 57 მოჭადრაკე ასპარეზობდა. საბოლოოდ, 9-დან 7.0 ქულით პირველობა გაიყვეს და პროგრესის ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ: 1. კახა შალამბერიძე (2366); 2. მერაბ გაგუნაშვილი (2592); 3. არაზ არ-საფარი (ერაყი, 2354);
ძირიტადი ტურნირის დასრულების შემდეგ შეჯიბრი გაიმართა ბლიცშიც, სადაც პირველობა ასევე ქართველ მოჭადრაკეს ერგო. 7-დან 6.5 ქულით ერთპიროვნულად მერაბ გაგუნაშვილმა გაიმარჯვა.







