ჰიბრალტარში მიმდინარე ‘Tradewise Gibraltar Chess Festival 2013’ 6 ტურის შემდეგ 5,5 ქულით ვიეტნამელი ლემ ქუანგი (რეიტინგი 2705), რუსი ნიკიტა ვიტიუგოვი (2694) და ბულგარელი კირილ გეორგიევი (2643) ლიდერობენ.
ლიდერებს 1,5 ქულით ჩამორჩებიან ნანა ძაგნიძე და სალომე მელია.
მეშვიდე ტურში ორივე ქართველი დიდოსტატი შავი ფიგურებით იასპარეზებს: ძაგნიძე იანგ ჟოუსთან, ხოლო მელია ჰარიკა დრონოვალისთან. აქვე გეტყვით, რომ მეექვსე ტურში ძაგნიძე ადამსთან დამარცხდა, ხოლო მელია მეზის დაუზავდა.







