ქუთაისში, საჭადრაკო კლუბი “მაია” 10, 14 და 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭების საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება.
თითოეული ასაკობრივი ჯგუფის I, II და III ადგილზე გასული მოჭადრაკეები შესაბამისი ხარისხის მედლებთან, თასებთან და დიპლომებთან ერთად ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული შესაბამისი რაოდენობის პრიზებით დაჯილდოვდებიან.
10 წლამდელთა შორის I-III ადგილზე, ხოლო 14 და 18 წლამდელთა შორის I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ, რომლებსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დააფინანსებს.
ასპარეზობა 8 ივნისს დასრულდება.









