სუპერლიგის ფინალში მოასპარეზე „დინამო“-„ქუთაისი-2010“-ის მეორე შეხვედრაში ქუთათურები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, უკანახაზელ გიორგი ცეკვავას გარეშე თამაშობენ. ცეკვავა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, რათა „ქუთაისი-2010“-ს ფინალამდე მიეღწია, ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა და დღევანდელ შეხვედრაში ამის გამო ვერ თამაშობს.







