ქუთაისის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე გახდა. არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სპორტის მესვეურებმა გააკეთეს. ძირითადი ნომინაციის გარდა, მათ გასული სეზონის გამორჩეული სპორტსმენებიც გამოავლინეს. თუ წინა წლებში ათეული სახელდებოდა, ამჯერად რაოდენობა ოთხი ერთეულით გაიზარდა და ასეთი სახე მიიღო:
ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი), მიხეილ ბახტიძე (კრივი), ავთანდილ ხურციძე (პროფესიული კრივი), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), მიხეილ მარდალეიშვილი (ფარიკაობა), რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა), ალექსანდრე აბუთიძე (მკლავჭიდი), შოთა გოგისვანიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სერგო გოგისვანიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მერი არაბიძე (ჭადრაკი), ნინო ფანჩულიძე (ტყვიის სროლა), ლევან გუგავა (ძიუდო), სალომე სირაძე (მძლეოსნობა), ანრი მარგველაშვილი(კარატე).
საუკეთესო გუნდებად სარაგბო კლუბი ,,აია", ხელბურთის გუნდი - ,,ქუთაისი" და საკალათბურთო გუნდი - ,,ქუთაისი 2010" დაასახელეს.
საუკეთესოთა დაჯილდოება 30 დეკემბერს ქუთაისის მერიაში შედგება.
ოთარ მაღლაკელიძე







