ნიკოლოზ კაჭარავას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ქუთაისში გამართული საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის.
პირველადგილოსანის აქტივში 9-დან 8 ქულა და დამარცხების გარეშე განვლილი ასპარეზობაა.
ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩა გიორგი ნაყოფია. 6.5 ქულით 3-5 ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. საბა ლომსაძე, 4. ნიკა კევლიშვილი, 5. ნიკოლოზ რუხაძე.
ასევე 8 ქულით და დაუმარცხებლად იპირველა 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნია დოღვანმა. 7 ქულით მეორე ადგილზე დიანა ლომაია გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე გასული ლილე გუმბერიძის ანგარიშზე 6.5 ქულაა.
14 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულმა ნინო ჯალაღონიამ 9-დან 8 ქულა დააგროვა წაგების გარეშე.
6.5 ქულა აქვს ვერცხლის მედალოსან თამარ ესაძეს, ბრინჯაოს მედალი კი მარიამ წამალაშვილმა მოიპოვა 6 ქულით.
დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა 14-წლამდე ასაკის ჭაბუკთა პირველობამ. 9 ტურის შემდეგ 6.5 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით პირველობა ნიკოლოზ ცომაიამ მოიპოვა.
მეორე ადგილზე ირაკლი ახვლედიანი (6.5 ქულა) გავიდა, მესამეზე – გურამ კოკაია (6.5 ქულა).
18-წლამდე ასაკის ჭაბუკებში ერთპიროვნულად გაიმარჯვა ირაკლი ღვამებერიამ 7.5 ქულით. გამარჯვებულზე ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ირაკლი კელეპტრიშვილმა. III-IV ადგილები 6.5 ქულით გიორგი ბეჭვაიამ (III) და ნოე თუთისანმა გაიყვეს (IV).
18-წლიან გოგონათა შორის ბრწყინვალე თამაში აჩვენეს ნინო ხომერიკმა და ანა შამათავამ. მათ ყველა პარტია მოიგეს და მხოლოდ ერთმანეთში შეხვედრა დაასრულეს ფრედ. დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტულს ხომერიკი დაეპატრონა.
მესამე ადგილზე 6.5 ქულით ქეთევან ხომერიკი გავიდა.
www.gcf.org.ge







