ჭადრაკი

15:34 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდება დღეს?

დადგა თეთრმეტი აგვისტო და ტრომსოში, სადაც გვარიანი სიცივეა, საჭადრაკო ტემპერატურამ ბევრად იმატა. დილიდან, 9 საათიდან ფიდეს კონგრესი დაიწყო და ბევრ სხვა საკითხთან ერთად, რომელიც ჩვეულებრივ განიხილება კონგრესზე, ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებია.  ამ წუთში  თავის საანგარიშო სიტყვას ამბობს ფიდეს არსებული ხელმძღვანელი კირსან ილუმჟინოვი. ალბათ მას სალაპრაკო, მოსაყოლი და თავმოსაწონიც ბევრი ექნება და ვიდრე სიტყვას ჩაამთავრებს, მოკლედ იმაზე მოგახსენებთ, რაც გუშინ მოხდა. ჩვენი ნაკრებების შესახებ არაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ სათქმელი მართლაც არაფერია; გულის წუხილის გამოთqმა კი შემიძლია - ასეთი უსური გუნდები ქართველებს ჩემ მახსოვრობაში არ გვყოლია...

როგორც წინა წერილებში მოგახსენეთ, აქ ყოველ საღამოს რაღაც ხდება, - სხვადასხვა სასტუმროებში მავანი და მავანი მიღებას აწყობს. ერთი ასეთი მიღება გუშინ სასტუმრო „კლერიონში“, სადაც ქართული დელეგაცია ცხოვრობს, მოეწყო. მასპინძლობას კირსან ილუმჟინოვი სწევდა, მხოლოდ ეს არ გახლდათ მისი პრივატული საღამო - ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია წელს 90 წლის გახდა და ეს თარიღი აღინიშნა. სხვათა შორის, მისალმების, ფიდეს ჰიმნისა და პრეზიდენტის  და მისი ერთი-ორი თანამოაზრის მოკლე გფამოსვლების  გარდა, მასპინძლებს სტუმრები არ გადაუღლიათ. ვახშამი საკმაოდ ნოყიერი იყო, - არ აკლდა რაგაინდარა სასმელი და აშკარა იყო, რომ სტუმრები კმაყოფილები დაიშალნენ. სხვათა შორის, ოდნავ გვიან, მაგრამ მიღებაზე ილუჟინოვის კონკურენტი გარი კასპაროვიც მობრძანდა. ფიდეს ჩინოვნიკებთან მას საკმაოდ გულთბილი საუბრები ჰქონდა. საკითხავია, ასეთივე თბილ ვითარებაში ჩაივლის თუ არა კონგრესი? ჯერჯერობით, სამი საათია გასული და  ვითრება ნორმალურია, თუმცა აქა-იქ კრიტიკული შეკითხვები მაინც გაისმის. ილუმჟინოვის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აქამდე ყველა შემოტევა იოლად მოიგერია;  ვნახოთ, ბოლომდე ეყოფა თუ არა  ფიზიკური მომზადება ამ გუნდს და  შეინახავს თუ არა ხელუხლებელს  საკუთარ კარს.

შეგახსენებთ, რომ ფიდეს კონგრესის დასრულების შემდეგ , 17 საათისათვის ევროპის საჭადრაკო კავშირის არჩევნებიც გაიმართება, რომელშიც ზურაბ აზმაიფარაშვილი იღებს მონაწილეობას. ჩვენი მთავარი საფიქრალი და სანერვიულო - საგულშემატკივროც ეს არის.

ზვიად შათირიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09479