ჩოგბურთი

19:37 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ ლონდონში გამოსვლა გაინაღდა

 

ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ რაფა ნადალი მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ეს შეჯიბრება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 9-16 ნოემბერს ჩატარდება.

ნადალი ზედიზედ მეათედ ითამაშებს სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე. რაფას ეს შეჯიბრება არასდროს მოუგია, ორჯერ კი ფინალში იასპარეზა და გადამწყვეტი ორთაბრძოლები როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო.

აქვე მოგახსენებთ, რომ ლონდონის შემაჯამებელ შეჯიბრებაზე წყვილთა თანრიგში გამოსვლის უფლება დაიბევეს ამერიკელებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა. დედმამიშვილთა ეს დუეტი შემაჯამებელ ტურნირზე ზედიზედ 12-ედ მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095058