ავტოსპორტი

0:47 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენი ისევ სათავეშია

კიმი რაიკონენი ისევ წინაა. მართალია, მალაიზიის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე ის მარკ ვებერს ჩამორჩა, მაგრამ მეორეზე ორის ჯამში საუკეთესო დრო დააფიქსირა და როგორც ჩანს, რბოლაშიც გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იქნება, რადგან „რედ ბულის“ ბიჭები საბურავების ინტენსიური ცვეთით უკმაყოფილონი არიან. ამავე დროს, ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესმა“ მანქანა დახვეწა, მაგრამ სამქიმიანებისგან გამარჯვებისთვის ბრძლას ჯერ არავინ ელის.

და სად არიან „ფერარის“ პილოტები? ძალიან ახლოს, თანაც ორივე. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, გუნდებს შორის მარანელოელებს ყველაზე ძიერი ძალა აქვთ. საინტერესოა ისიც, რომ ფელიპე მასა ჯერჯერობით ისევ ფერნანდო ალონსოს წინ, მაგრამ თუ ავსტრალიურ რბოლას გავიხსენებთ, მისი ეს უპირატესობა დიდხანს ვერ გასტანს. ოღონდ, ამჯერად ნუ იტყვით, რომ ალონსო „ფერარის“ პრეფერენციებით სარგებლობს - მელბურნში მან ბრაზილიელს ოც წამზე მეტით აჯობა, ანუ ფელიპეზე გაცილებით სწრაფი იყო. მაგრამ მასაც ის აღარაა, რომლისგანაც „სკუდერია“ მუდმივად შედეგების გაუმჯობესებას მოითხოვდა. გასული სეზნის მეორე ნახევრიდან ძველებურად სწრაფია და ისიც შეიძლება ითქვას, რომ მეორე კარიერა დაიწყო.

რაიკონენმა მეორე სესიაზე საუკეთესო დრო მანამ დააფიქსირა, სანამ ცა პირს მოხსნიდა და ტრასას დაასველებდა. ეს პრაქტიკის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მოხდა. მის გარდა, ვებერის მიერ პირველ პრაქტიკაზე ნაჩვენები საუკეთესო დრო, ფეტელმა და მასამაც გააუმჯობესეს. სხვათა შორის, ფეტელი და რაიკონენი მხოლოდ 0.019 წამმა დააშორა.

„მერსედესის“ პილოტები გვარიანად ჩამორჩნენ მოწინავეებს, მაგრამ ნარბოლევს მათმა შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, ჩვენი მანქანების ავზები სავსე იყო საწვავითო. თანაც, ლუის ჰამილტონი კმაყოფილებას არ მალავდა. განსაკუთრებით ის იმით იყო გახარებული, რომ მანქანა ხანგრძლივი გამოსვლებისას მაღალ ტემპს ინარჩუნებს, რასაც რბოლისას დიდი მნიშვნელობა ექნება.

აღსანიშნავია, რომ პირველ სესიაზე უმეტესობამ მყარი რეზინით იასპარეზა, მეორეზე კი მედიუმებიც გამოიყენეს. ამის მიუხედავად, დროები უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ წვიმა იყო ნავარაუდები და სესიის დასაწყისშივე, ტრასაზე თითქმის ყველა გამოვიდა. ტრაფიკი კი ხელის შემშლელი ფაქტორია.

 

მალაიზიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                1:36.935

2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                    1:37.003

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)         1:37.104

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)              1:37.319

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)               1:37.588

6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           1:37.769

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                       1:37.771

8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:37.773

9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)       1:37.840

10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)            1:37.915

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:38.173

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)   1:38.673

13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                  1:38.830

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)            1:39.054

15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)            1:39.204

16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)              1:39.208

17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)          1:39.284

18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:39.567

19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:40.728

20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                  1:40.996

21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                   1:41.163

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                 1:41.513

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:36.569

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:36.588

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:36.661

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:36.985

5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:37.026

6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:37.206

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:37.448

8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:37.571

9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:37.574

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:37.788

11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:37.838

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:37.865

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:38.068

14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:38.645

15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:38.738

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:38.801

17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:38.904

18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:39.508

19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:39.660

20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:40.757

21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)      1:40.768

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:41.438

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161372