9 თებერვალს სტარტი აიღო ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, სპორტის დამსახურებული ოსტატისა და ღირსების ორდენის კავალერის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის პირველმა გათამაშებამ, რომელშიც 1996 წელს დაბადებული ჭაბუკებით დაკომპლექტებული რეგიონალური ნაკრებები ასპარეზობენ.
ტურნირი სფფ-ს ეგიდით იმართება და მას ორგანიზებას იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია უწევს.
რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობს და ისინი თითქმის მთელ საქართველოს წარმოადგენენ.
ტურნირი მიმოსვლის პრინციპით ტარდება. გუნდები ერთმანეთს საკუთარ და მეტოქის მოედანზე ხვდებიან. გამარჯვებული ორი მატჩის შედეგით გამოვლინდება და შემდგომ ეტაპზე აგრძელებს ბრძოლას.
პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, მეოთხედფინალში შემდეგი რეგიონალური ნაკრები გუნდები დაწყვილდნენ:
იმერეთი -1 – იმერეთი -2
სამეგრელო -1 – აჭარა
თბილისი -1 _ კახეთი
სამხრეთ ოსეთი _ თბილისი -2
მეოთხედფინალების პირველი მატჩები 15-16 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 18 თებერვალს ჩატარდება.
ვახტანგ დათიაშვილი







