ფეხბურთი

15:59 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა კობახიძის უქმობა განმარტა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი სანდრო კობახიძე “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა არც კიევის “დინამოსთან” მატჩში ათამაშა.

თამაშის დასრულების შემდეგ, რომელიც დნეპროპეტროვსკელებმა 0:2 წააგეს, პრესკონფერენციაზე ესპანელ მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რატომ არ აძლევს შანსს კობახიძეს.

რამოსმა ასეთი პასუხი გასცა:

“რაც შეეხება კობახიძეს, ჩვენ მოედანზე ისედაც შემტევი მოთამაშეები შევუშვით, ანგარიშის გათანაბრებას შევეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა”.

აქვე გეტყვით, უკვე ზედიზედ რამდენიმე ტურია, კობახიძე “დნიპროს” 18-კაციან განაცხადში ხვდება, მაგრამ თავის გამოჩენის შანსს არ აძლევენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176208