რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა, კვირას, 4 მაისს უმასპინძლა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს წრიულ რბოლაში. არაჩვეულებრივმა ამინდმა დაგეგმილი სანახაოებების იდეალურად ჩატარებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი და მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. რბოლა ბრეიქდანსის ასევე ძალიან ექსტრემალური შოუთი გაიხსნა - ბი ბოების და მოცურებული ლეგენდ ქარის დუეტმა მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა.
რბოლა ხუთ სხვადასხვა კლასში გაიმართა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ფორმულა ალფა: შინაგან საქმეთა სამინისტროს კლუბის, „მია ფორსის“ წევრი - იკო ჩხეიძე
ლუკოილის „ექტოს“ თასი ტურინგ ლაითში - დავით მენთეშაშვილი
ლეგენდ ქარი - დავით აფციაური
GT Unlimited - სანდრო ცხადაძე
მოტო - გიორგი (ჯიჯი) აბაშიძე
რბოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სხვადასხვა კლასში იყო რამდენიმე ავარია, გზიდან გადასვლა, მსუბუქად დაზიანდა მოტო კლასის ორი მონაწილე, მათ შორის ერთერთი, კლასის ლიდერი. თუმცა, ავტო და მოტოსპორტის რისკიანობა და ექსტრემალურობა ხდის მას ასე პოპულარულს და სანახაობრივს.







