ფეხბურთი

21:09 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ესპანეთში ყველაზე პოპულარული კლუბია

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, “რეალი” “ბარსელონას” ტიტულების რაოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მადრიდული გუნდი ესპანეთში ყველაზე პოპულარული კლუბის წოდებას კვლავ ინარჩუნებს.

კომპანი AIMC-მ ესპანეთში ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია, ხოლო სპორტის ამ სახეობის მოყვარულთა 23.8%-ი მადრიდის “რეალს” გულშემატკივრობს.

მე-2 ადგილზე, 18.2%-ით, “ბარსელონა” გავიდა. შემდეგ მოდიან “ატლეტიკო”
(3.7%), “ვალენსია” (3.1%) და “ბილბაო” (2.7%).

მიუხედავად პოპულარობის მხრივ “რეალის” პირველობისა, ესპანეთში, ყველაზე მეტი მაინც “ბარსელონას” მაისურები იყიდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.095227