ფეხბურთი

3:41 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" რონალდუს გარეშეც იგებს

მადრიდის „რეალი“ „ხეტაფეს“ დისკვალიფიცირებული ლიდერის - კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ეწვია, მაგრამ გამარჯვება არ გასჭირვებია. „სამეფო კლუბმა“ მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა და შინ 3 ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

მადრიდელები ხესეს ეფექტური გოლით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. რამდენიმე წუთში, ანხელ დი მარიას ჩაწოდებულ ბურთს კარიმ ბენზემა გამოეხმაურა და ანგარიში გაზარდა, რითაც 3 ქულის ბედიც მეტწილად გადაწყვიტა.

ცხადი იყო, რომ „ხეტაფეს“ ქულის გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა. თავის მხრივ, „რეალი“ მშვიდად თამაშობდა და შეტევაშიც ხშირად გადადიოდა. ერთ-ერთი ასეთი იერიში გოლით დასრულდა - ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაჰკრა და ტაბლოზე 0:3 დააფიქსირა.

დღე „გრანადასა“ და „ბეტისის“ დაპირისპირებით გაიხსნა. „გრანადამ“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და საჭირო 3 ქულა მოიპოვა. საგარეო მატჩში იმარჯვა „ესპანიოლმა“, რომელიც „ბილბაოს“ ეწვია. კატალონიელებმა მეტოქეს 2 ბურთი გაუტანეს, ბასკებმა კი, მხოლოდ ერთხელ იხეირეს და 1:2 დამარცხდნენ.

დღის ბოლოს, „სევილია“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. პრინციპული მეტოქეების დუელი ძალზე დაძაბულად წარიმართა, მაგრამ უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 18000

გრანადა - ბეტისი 1:0 (1:0) 

გრანადა:  რობერტო, ანგულო, ნიომი, მურილიო, ილორი, ბრაიმი (ფულკე 84), რიკო, რესიო, ფატო, პიტი (ბენიტესი 60), ელ-არაბი (რიკი 82).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

ბეტისი: ადანი, ამაია, ფიგერასი, ვერდუ (იგებორი 68), ნ’დიაიე, რეიესი (სევილია 65), ნონო, ხუანფრანი, კარლოსი (ბაპტისტაუ 68), კასტრო, მოლინა.

მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი

გოლი: 1:0 პიტი (31)

გაფრთხილება: ნიომი (29), პიტი (31), რობერტო (78), რიკი (88) - ნონო (11), ამაია (27), ბაპტისტაუ (83), ნ’დიაიე (86)

გაძევება: ბენიტესი (79) - ამაია (90)

კარში დარტყმა: 13 (4) – 11 (6) ჯარიმა: 20 - 15 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 6 - 4 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 6 – 3

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 6500

ხეტაფე - რეალი 0:3 (0:2) 

ხეტაფე: მოია, ვალერა, რუანო, ლოპესი, კარლოსი, ბორხა (ლასენი 64), გავილანი, როდრიგესი, ლეონი (სარაბია 72), კასტრო, კოლუნგა (ლაფიტა 52).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, არბელოა, მარსელო, ალონსო, მოდრიჩი (ილიარამენდი 80), ბეილი, დი მარია (კასემირო 83), ბენზემა (ისკო 74), ხესე.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 ხესე (5), 0:2 ბენზემა (27), 0:3 მოდრიჩი (66)

გაფრთხილება: როდრიგესი (38), რუანო (51), ვალერა (68) - ბეილი (26), ბენზემა (51), მოდრიჩი (75), დი მარია (77)

კარში დარტყმა: 9 (1) – 16 (7) ჯარიმა: 16 - 14 კუთხური: 8 - 10 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 4 – 1

 

ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 34000

ბილბაო - ესპანიოლი 1:2 (0:1) 

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან-ხოსე, ბალენსიაგა, ლაპორტი (მორანი 46), გურპეგი, სუსაეტა (მუნიაინი 75), რიკო, ერერა (დე მარკოსი 67), ადურისი, გომესი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (პიცი 72), სანჩესი, გონსალესი (ფერნანდესი 63), ლოპესი, გარსია (კორდობა 90), სტუანი.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლი: 0:1 გარსია (6), 1:1 გურპეგი (56), 1:2 კოლოტო (65)

გაფრთხილება: ადურისი (31), ირაოლა (62), გურპეგი (82) - ლოპესი (46), კოლოტო (52)

გაძევება: ადურისი (87)

კარში დარტყმა: 10 (3) – 14 (7) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 5 – 2

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 26500

სევილია - ვალენსია 0:0 

სევილია: ბეტუ, პარეხა (ჩერიშევი 59), ფასიო, კარიზუ, კოკე, მორენო, რაკიტიჩი, იბორა (კრისტოფორო 87), მაჩინი, რეიესი (გამეირო 59), ბაკა.

მწვრთნელი: უნაი ემერი

ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე, ბარაგანი, ფუეგო, ფეგული, პარეხო (პერეირა 82), ბერნატი, კარტაბია (სენდეროსი 54), ვარგასი, ალკასერი (კეიტა 70).

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი 

გაფრთხილება: კოკე (20), მაჩინი (58), ჩერიშევი (69) - კოშტა (41), სენდეროსი (62), ფუეგო (62), პარეხო (64), ვარგასი (77), ალვესი (90)

გაძევება: ჩერიშევი (90) - კოშტა (50)

კარში დარტყმა: 17 (2) – 9 (0) ჯარიმა: 22 - 13 კუთხური: 14 - 1 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 0 – 2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175165