ფეხბურთი

17:35 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” სტადიონს სახელი აღარ შეეცვლება

მადრიდის “რეალის” საშინაო არენას, “სანტიაგო ბერნებაუს” სახელი არ გადაერქმევა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “რეალსა” და კომპანია “მაიკროსოფტს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, “რეალის” საშინაო სტადიონისთვის სპონსორის, კერძოდ კი “მაიკროსოფტის” სახელის დარქმევის საკითხი განიხილებოდა. მადრიდული Aშ-ი, ამერიკული კომპანიის წარმომადგენლის, მარია გარანის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და “სანტიაგო ბერნაბეუსთვის” სახელის შეცვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

სტადიონის სახელის გადარქმევაზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, “რეალი” და “მაიკროსოფტი” თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით განაგრძობენ.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092199