ავტოსპორტი

22:55 | 28.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ ჩემპიონს ბონუსად 3 მილიონ ევროს გადაუხდის

ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, „რედ ბული“ სებასტიან ფეტელს ბონუსის სახით, 3 მილიონ ევროს გადაუხდის. გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია, თავისი გუნდის 657 წევრსაც პრემიებით დააჯილდოებს. თითოეული მათგანი ბონუსად 12 000 ევროს მიიღებს. საერთო ჯამში, „რედ ბულს“ თავისი პერსონალის დაჯილდოება 8 მილიონი ევრო დაუჯდება.

„როდესაც სამუშაოს კარგად ასრულებ, ბონუსებსაც იმსახურებ. ჩვენს გუნდში ყველა ერთ მიზანს ემსახურება, მნიშვნელობა არ აქვს, მექანიკოსია, ინჟინერი, თუ კურიერი. გამარჯვებაში წვლილი ყველას შეაქვს“, - გაზეთ „ბილდთან“ საუბრისას განაცხადა ფეტელმა.

სამაგიეროდ, ბონუსური მოგება „რედ ბულსაც“ ერგება და ამ შემთხვევაში, გადამხდელი კომპანია ბერნი ეკლსტოუნის „ფორმულა ვან მენეჯმენტია“, რომელიც ფორმულა ერთის მარკეტინგის საქმეებს განაგებს. თანხმობის ხელშეკრულების შესაბამისად, როგორც ჩემპიონი, „რედ ბული“ 87 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164158