სერიულ ელექტრომობილებს შორის ZOE-მ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ყველაზე გრძელი მანძილი 1618 კილომეტრი 24 საათში დაფარა. რეკორდის ადგილი ნორმანდიაში იყო, სადაც სარბოლო ბილიკზე ავტომობილმა 363 წრე გააკეთა და წინა რეკორდი 25%-ით გააუმჯობესა. ამავდროულად ZOE-მ მოახდინა სავალი ნაწილის ხარისხისა და სანდოობის დემონსტრირება.
რეკორდის ისტორია
2012 წლის 1 ივნისს, 16:00 საათზე ნორმანდიაში, ობევუას ჩქროსნულ ტრეკზე, Renault Zoe-ს 2 ავტომობილი გამოვიდა. საჭესთან მორიგეობით სხდებოდა 15 ავტომრბოლელი, რომლებიც პერიოდულად მუხტავდნენ ელექტრომობილს. 24 საათის შემდეგ ორივე ავტომობილმა გადაკვეთა საფინიშო ნიშნული. ერთმა ავტომობილმა 1618 კილომეტრი, ხოლო მეორემ – 1506 კილომეტრი დაფარა. ორივე ავტომობილმა მოახდინა სავალი ნაწილის ხარისხისა და გამძლეობის დემონსტრირება.
ყოველივე ეს კი რევოლუციური ტექნიკური მიღწევის – Zoe-ს ინოვაციური კვების ბლოკის Cameleon-ის დამსახურებაა. საქმე იმაშია რომ აღნიშნული კვების ბლოკის დამუხტვა შესაძლებელია ნებისმიერი ფორმისა და სიძლიერის ელექტრო ჩამრთველში. თავად რეკორდის დროს ავტომობილი 43 კილოვატის სიძლიერით 30 წუთში იმუხტებოდა, რაც აკუმულატორის 80%-იან შევსებას უზრუნვეყოფდა. რეკორდის განმავლობაში Zoe 18 დამუხტეს.
“ეს იყო საოცრად ამაღელვებელი მომენტი, როგორც ტექნილური პერსონალისთვის, ასევე მაყურებლებისთვისაც. ამ რეკორდმა რენოს ხარისხისა და გამძლეობის დემონსტრირება მოახდინა”, - აღნიშნა რენოს ელექტრომობილების მომხმარებელთან ურთიერთობისა და რეკორდების ორგანიზების დირექტორმა, ბერნარ დიუმონდელმა.
Zoe-მ ტრანსპორტის სფეროში ახალი ეპოქის შესაძლებლობები დაადასტურა
დამოუკიდებლად რეკორდის ფაქტისგან, რომელსაც გინესის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღნიშნული მაჩვენებელი ბადებს შეკითხვას: მაინც რამხელა მანძილის გავლა შეუძლია Zoe-ს?
“ეს პროგრამა ორ თვეში განვახორციელეთ. აპრილში ჩვენ დავიწყეთ შეფასების გათვლები. მაისში კი ავტომობილის საგზაო გამოცდა მოვახდინეთ და დავსახეთ სტრატეგია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სერიული ავტომობილში არანაირი ცვლილებები არ განგვეხორციელებინა. ჩვენ Zoe-ს იმედი გვქონდა და არც შევმცდარვართ”, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა, ფილიპ ვინომ.
Zoe-ს შექმნით, რენომ ახალი ეპოქის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი და დაადასტურა, რომ ელექტრომობილი ყველასთვის ხელმისაწვდომია. თავისი 110 წლიანი ისტორიის მანძილზე რენომ არაერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია მუდმივად ცდილობს შექმნას ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ Zoe ხელმისაწვდომია ყველასთვის და მისი ფასი 15.700 ევროდან იწყება.
Renault საქართველოს პრესსამსახური







