28 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ნაიჯელ რეო-კოკერი კარიერას კანადურ “ვანკუვერ უაიტქეპსში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას კანადელები ოფიციალურად ადასტურებენ.
რეო-კოკერის უკანასკნელი კლუბი “იფსვიჩი” გახლდათ, რომელიც იანვარში დატოვა. მას შემდეგ, ნახევარმცველისთვის რეალური წინადადებით არცერთ ევროპულ კლუბს მიუმართავს. საბოლოოდ, ინგლისელმა ამერიკის MLS-ში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა. თანაც, მისი ცოლი ამერიკელია საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამანაც იქონია გავლენა.
ცნობისათვის, რეო-კოკერს “უიმბლდონში”, “ვესტ ჰემში”, “ასტონ ვილაში”, “ბოლტონსა” და “იფსვიჩში” უთამაშია.







