ქართველმა ძიუდოისტმა ზებედა რეხვიაშვილმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში რეხვიაშვილი ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს დაეჭიდა და საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე მეტოქის მეოთხე შიდოთი დასჯის გამო იმარჯვა.
ცოტა ხანში ამავე წონით კატეგორიაში ფინალში საჭიდაოდ ბუდაპეშტურ ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი გავა, რომელიც ფინალში სლოვენიელ როკ დრაკშიჩს დაუპირისპირდება.







